LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟენევის ფორმატის გაძლიერების გზა კარასინი-აბაშიძის მოლაპარაკებების შეწყვეტაა – სალომე სამადაშვილი

78

ჟენევის ფორმატის გააქტიურების და გაძლიერების საუკეთესო გზა აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების შეწყვეტა იქნება, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, სალომე სამადაშვილმა, ჟენევის ფორმატის ცვლილების შესახებ დასული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“ამ ეტაპზე ჟენევის ფორმატის გააქტიურების და გაძლიერების საუკეთესო გზა იქნება იმ გაუგებარი ორმხრივი ფორმატის შეწყვეტა, რომელიც შექმნა დღევანდელმა ხელისუფლებამ რუსეთთან აბაშიძე- კარასინის მოლაპარაკებების გზით. ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს დღეს პირველი ნაბიჯი”, – განაცხადა სამადაშვილმა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ფიქრობს, რომ ჟენევის ფორმატი თავიდანვე არაეფექტურად იქნა ჩაფიქრებული თუ განხორციელებული. „უნდა ვისაუბროთ ჟენევის ფორმატის ცვლილებაზე“, – განაცხადა სუბარმა.

გასული წლის ბოლოს პარლამენტში მთავრობის დამტკიცების დროს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟენევის დისკუსიების ფორმატის მინისტრის დონეზე ამაღლების და მასში პირადად ჩართვის მზადყოფნა გამოთქვა.