LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟინვალი-ლარსის გზის განახლებისთვის წინასაპროექტო სამუშაოები იწყება

76

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ჟინვალი-ლარსის  გზის განახლებისთვის ტექნიკურ ეკონომიკური დასაბუთების მომზადებას, ხოლო ქვეშეთი კობის მონაკვეთისათვის დეტალური პროექტირების სამუშაოებს იწყებს.

საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად, ხელშეკრულებას ხელი საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე თევდორაძემ და  ესპანური კომპანია „ IDOM Consulting, Engineering, Architecture, SAU “ წარმომადგენელმა იგნასიო ბალსა მარინმა  მოაწერეს.

ხელშეკრულების ფარგლებში, უნდა მომზადდეს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური პროექტის დოკუმენტები. აღნიშნული პროექტი, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდება.

საპროექტო სამუშაოების ვადა 14 თვეა და მისი ღირებულება 3 156 240  ევროსა და  4  201 392  ლარს შეადგენს. პროექტირების დასრულების შემდეგ, ტენდერი სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადდება.

ჟინვალი-ლარსის მიმართულებით 111 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, ხოლო ქვეშეთი კობის  მიმართულებით 26 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა იგეგმება.

აღნიშნული მონაკვეთები, პრემიერ-მინისტრის ინიციატივის, 4 პუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვანი მიმართულების – ქვეყნის სივრცითი განვითარების შემადგენელი ნაწილია.

პოპულალურები