LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟიზელ ბუნდხენმა მეუღლეს დაბადების დღე ემოციურად მიულოცა

126

ბრაზილიელმა სუპერმოდელმა, ჟიზელ ბუნდხენმა თავის მეუღლეს, ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავს, ტომ ბრედის, მე-40 დაბადების დღე ემოციურად მიულოცა.

ჟიზელმა „ინსტაგრამზე“ მათი ერთობლივი ფოტო გამოქვეყნა წარწერით:

„10 წელზე მეტი დრო გავიდა, რაც მე შენ შემიყვარდი შენი მგრძნობიარე და კეთილი გულის გამო. ძალიან მიყვარხარ“.

თავად ტომმა სოციალურ ქსელში უფროს დასთან ერთად გადაღებული ფოტო გააზიარა, რომელიც ასევე იუბილარია.

„დღე, როდესაც ორივე იუბილეს აღვნიშნავთ. დაბადების დღეს გილოცავ, ძვირფასო ჯული! მიყვარხარ! მადლობა, რომ მსოფლიოში საუკეთესო უფროსი და ხარ!“

შეგახსენებთ, რომ რომ ბრედისა და ჟიზელ ბუნდხენს, რომლებიც 2 წლიანი რომანის შემდეგ 2009 წელს დაქორწინდნენ, 2 საერთო შვილი ჰყავთ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები