LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჟურნალისტები კონსტიტუციაზე“ – კონკურსისთვის განაცხადების მიღება დაიწყო

73

ორგანიზაცია “განათლებისა და ცნობიერების ამაღლების ინსტიტუტი” (EARI), პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ერთად, ახორციელებს პროექტს „ჟურნალისტები კონსტიტუციაზე“.

პროექტი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მედიასაშუალებებში გავრცელებული ჟურნალისტური ნაშრომების კონკურსს ითვალისწინებს. აღნიშნულ საკითხზე დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პრესკონფერენცია გაიმართა.

EARI-ისინფორმაციით, 5 წევრისგან შემდგარი ჟიური (მათგან სამი ჟურნალისტი და ორი კონსტიტუციონალისტი) გამოავლენს 2017 წელს გამოქვეყნებული მასალებიდან საუკეთესოებს (I და II ადგილები) შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტი, საუკეთესო რადიო სიუჟეტი, საუკეთესო ელექტრონული ნაშრომი, საუკეთესო საგაზეთო ნაშრომი. პროექტის ბოლოს გაიმართება გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია, სადაც გამარჯვებულებს პრეზიდენტი დაასახელებს.

”ავტორები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით. კონკურსის სხვა მონაწილეებს გადაეცემათ სიმბოლური საჩუქრები. საპრიზო ადგილებზე გასული ავტორები დაჯილდოვდებიან: I ადგილისთვის – 1500 ლარით, II ადგილისთვის – 1000 ლარით. ჟიურისთვის წინასწარ განსაზღვრული ძირითადი კრიტერიუმებია: საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხის სიღრმისეულად გაშუქება; საკითხის ობიექტურად გაშუქება, გადმოცემის სიმარტივე, საკითხზე ჟურნალისტის კომპეტენტურობა. კონკურსში მონაწილეობას მიიღებს 2017 წელს მომზადებული მასალები. ჟურნალისტებმა საკონკურსო ნამუშევრები უნდა წარადგინონ 18 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით. ჟიურის წევრებს ექნებათ ორი კვირა საკონსკურსო ნაშრომების გასაცნობად და შესაფასებლად,” – განმარტავენ ორგანიზაციაში.

მათივე ინფორმაციით, ჟიურის შემადგენლობა ასეთია: თამარ ჩიქოვანი, ზვიად ქორიძე, ლუბა ელიაშვილი, კონსტანტინე ჩოკორაია, ლევან ალაფიშვილი. საკონკურსო ნამუშევრები უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] საკონტაქტო ტელ.: 593 62 94 96; 558 45 11 12

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები