LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟურნალისტებმა რუსეთის პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადეს

50

რადიოსადგურმა Эхо Москвы რუსეთის დუმადან თავისი ჟურნალისტები დაითხოვა. მიზეზი პარტია „ლდპრ-ის“ დეპუტატის, ლეონიდ სლუცკის, წინააღმდეგ სექსუალური შევიწროების საქმეა. ამის შესახებ რადიოს მთავარმა რედაქტორმა, ალექსეი ვენედიქტოვმა, განაცხადა.

რადიოსადგურმა სოლიდარობა გამოუცხადა ჟურნალისტებს, „რომლებიც სახელმწიფო დუმაში სექსუალური შევიწროების მსხვერპლნი გახდნენ“. ვენედიქტოვი ამბობს, რომ იმედგაცრუებულია ეთიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, „რომელმაც ასეთი პრაქტიკა საკანონმდებლო ორგანოს დონემდე გაამართლა”.

21 მარტს, რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ეთიკის კომისიამ დეპუტატ ლეონიდ სლუცკის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები, სექსუალური შევიწროების საკითხზე შეისწავლა და დაადგინა, რომ მას ქცევის ნორმები არ დაურღვევია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები