LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟურნალისტებმა ტრამპის ტყუილები დათვალეს

41

გამოიცანით თუ რამდენს იტყუება ტრამპი – ჟურნალისტებმა პრეზიდენტის მიერ ნათქვამი ტყუილები დათვალეს.

აღმოჩნდა, რომ თანამდებობის დაკავებიდან დღემდე პოლიტიკოსმა 1 628 ტყუილი თქვა.

ტრამპის პრეზიდენტობა სულ 298 დღეს მოიცავს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მილიარდელი დღეში 5,5 ტყუილს მაინც ამბობს. „Mashable“-ს ინფორმაციით, თუკი ეს ტენდენცია 2017 წლის ბოლომდე გაგრძელდება, პრეზიდენტი 2 ათას ტყუილზეც ავა. ხოლო, პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე  ცრუ განცხადებების რაოდენობა 8 ათას მიაღწევს.

ჟურნალისტებმა თავისი განცხადების დასადასტურებლად მონაცემთა ბაზაც შეადგინეს, სადაც ტრამპის განცხადებები და რეალური ფაქტებია ერთმანეთთან შედარებული.

საინტერესოა, რომ ამერიკის პირველი პირი ყველაზე ხშირად უმუშევრობის დონეზე, გადასახადებზე, საფონდო ბაზრებსა და ჯანდაცვის პროგრამებზე საუბრის დროს ცრუობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები