LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟურნალისტი, რომელმაც პუტინს მკვლელი უწოდა, ბოდიშის მოხდას არ აპირებს

47

ტელეკომპანია Fox News-ის წამყვანი ბილ ო’რაილი, რომელმაც ვლადიმერ პუტინს „მკვლელი“ უწოდა, უარს ამბობს ბოდიშის მოხდაზე. ამის შესახებ მან საკუთარ გადაცემაში განაცხადა.

„მოსკოვი მოითხოვს, რომ მე ბოდიში მოვითხოვო. ბოდიშის მოხდის ფორმაზე ვმუშაობ, თუმცა ამას გარკვეული დრო სჭირდება. იქნებ ამის შესახებ დაახლოებით 2033 წელს მთხოვოთ,“ – განაცხადა ო’რაილიმ.

რეზონანსული განცხადება ჟურნალისტმა დონალდ ტრამპთან ინტერვიუს დროს გააკეთა. აშშ-ს პრეზიდენტმა კი საპასუხოდ განაცხადა, რომ ამერიკაშიც ბევრი მკვლელია და “ნუ ჰგონიათ, რომ აშშ ყველაფერში უდანაშაულოა”.

გადაცემის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა განაცხადა, რომ ჟურნალისტის რეპლიკა დაუშვებელი იყო და ო’რაილიმ ბოდიში უნდა მოიხადოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები