LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟურნალისტმა ჩვენი აგიტატორის მანქანიდან სია მოიპარა – თელავში “ოცნების” საარჩევნო შტაბის უფროსი

81

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თელავის საარჩევნო შტაბის უფროსის, ბენო გეგეჭკორის განცხადებით, მე-6 საარჩევნო უბანთან, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ჟურნალისტმა მმართველი პარტიის აგიტატორის ავტომობილიდან ამომრჩეველთა სია უნებართვოდ აიღო.

“ჟურნალისტის პროვოკაციური ქცევა და აგიტატორებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა იმის მანიშნებელია, რომ აღნიშნული არხი ცალსახად წარმოადგენს მხარეს. როდესაც აგიტატორის მანქანიდან სიას იპარავ, უხეშად არღვევ ჟურნალისტის ეთიკისა და ქცევის ნორმებს“, – განაცხადა ბენო გეგეჭკორმა.

მისივე განმარტებით, ნებისმიერი საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, ნებისმიერ აგიტატორს მხარდამჭერების მოზიდვის უფლება აქვს, შესაბამისად, საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე აგიტაციის წარმოებას და ხმების მოზიდვას ქართული კანონმდებლობაც არ კრძალავს.

გეეგჭკორი მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, მშვიდ და თავისუფალ გარემოში მიმდინარე საარჩევნო პროცესში ნუ ჩაერევიან იმ ფორმით, რაც ხელს შეუწყობს პროვოკაციების მოწყობას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები