LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ “მაუწყებელს” სასამართლო დავა სააპელაციოშიც მოუგო

327

ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ “საზოგადოებრივ მაუწყებელს” დავა სააპელაციო სასამართლოშიც მოუგო. სასამართლომ ძალაში დატოვა  პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, ჟურნალისტის სამსახურიდან გაშვება უკანონოდ მიიჩნია და მაუწყებელს 30 ათასი ლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

„ეს არის ჩვენი, ჩემი და ყველა იმ ჟურნალისტის კიდევ ერთი გამარჯვება, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში უკანონოდ იქნა სამსახურიდან გაშვებული. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ მე “საზოგადოებრივი მაუწყებლიდან” უკანონოდ გამათავისუფლეს,“ – ციტირებს “რუსთავი 2” ეკა მიშველაძეს.

“საზოგადოებრივი მაუწყებელი” სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას უზენაეს სასამართლოში გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები