LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟურნალმა People ყველაზე ლამაზი ქალი დაასახელა

52

ჟურნალმა People მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალის ვინაობა გამოავლინა. ამჯერად ეს წოდება ჯულია რობერტსმა დაიმსახურა.

ვარსკვლავმა, რომელმაც აღნიშნული ტიტული უკვე მეხუთედ მიიღო, განაცხადა, რომ ამ ფაქტით ძალიან გახარებულია და ამაყობს. პირველად ჯულიამ „ყველაზე ლამაზი ქალის“ წოდება 1991 წელს მიიღო, როდესაც მხოლოდ 23 წლის იყო.

გამოცემის თანახმად, მამაკაცების ანალოგიურ რეიტინგში მან უკან ჯორჯ კლუნი ჩამოიტოვა, რომელმაც People-ის ვერსიით „ყველაზე სიმპატიური მამაკაცის“ წოდება მხოლოდ ორჯერ მოიპოვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები