LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟურნალმა The Banker ”თიბისი ბანკი” 2017 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა

39

მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა The Banker ”თიბისი ბანკი” 2017 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა.

ბანკის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღიარება ”თიბისი ბანკმა” ძლიერი ფინანსური შედეგების, მომხმარებელთან ურთიერთობის მაღალი სტანდარტისა და საუკეთესო ციფრული სერვისების შეთავაზებისთვის მიიღო.

„ჩვენთვის დიდი პატივია ამ პრესტიჟული ჯილდოს მიღება. ეს აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს წარმატებას და კიდევ უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს ახალი გამოწვევებისთვის და იმისთვის, რომ ჩვენს მომხმარებლებს საუკეთესო საბანკო სერვისები შევთავაზოთ“, – განაცხადა ”თიბისი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

”თიბისი ბანკმა” The Banker-ის პრესტიჟული ჯილდო 2002 წლიდან დღემდე უკვე მეცხრედ მიიღო. ცნობისთვის, გავლენიანი ფინანსური გამოცემა The Banker, რომელიც 1926 წლიდან გამოდის, ყოველწლიურად ავლენს და აჯილდოებს მსოფლიოს საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს მათი ფინანსური შედეგებისა და მიღწევების გათვალიწინებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები