LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დოდო გუგეშაშვილის მეგობრები გამორიცხავენ ვერსიას, რომ თავდასხმა პანკისის ხეობას უკავშირდებდა

56

დოდო გუგეშაშვილის მეგობრები გამორიცხავენ ვერსიას, რომლის თანახმადაც შესაძლოა დღეს მომხდარი დანაშაულებრივი ქმედება პანკისის ხეობას უკავშირდებოდეს.  როგორც „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ დაჭრილი თადარიგის პოლკოვნიკის მეგობარმა, ირაკლი შიხიაშვილმა განაცხადა, გუგეშაშვილს კარგი ურთიერთობა აქვს ხეობის მცხოვრებლებთან, მათ შორის გარდაცვლილ თემირლან მაჩალიკაშვილის მამასთან, მალხაზ მაჩალიკაშვილთან, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დღეს მომხდარი დანაშაული შესაძლოა პანკისის ხეობას უკავშირდებოდეს.

კიდევ ერთ ვერსიას, რომელიც აღნიშნულ საქმეში რუსული სპეცსამსახურების შესაძლო მონაწილეობას უკავშირდება, გამორიცხავს დოდო გუგეშაშვილის კიდევ ერთი მეგობარი მალხაზ თოფურია. „პალიტრანიუსის“ ეთერში საბრისას თოფურია აღნიშნავს, რომ სპეცსამსახურების მიერ შესრულებული დავალების კვალობაზე, დღეს მომხდარი დანაშაული ნაკლებ პროფესიონალურ დონეზეა შესრულებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები