LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დოდო გუგეშაშვილის სახლში, დიღმის ტყესა და მიმდებარე ტერიტორიაზე საგამოძიებო სამუშაოები დასრულებულია

80

დიღმის მასივში, დოდო გუგეშაშვილის საცხოვრებელი ბინის კარი დალუქულია.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებს უკვე დასრულებული აქვთ სამძებრო და საგამოძიებო სამუშაოები. საგამოძიებო სამუშაოები დასრულებულია ასევე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ და დიღმის ტყე-პარკში.

მეზობლების ნაწილი ჟურნალისტებთან კონტაქტს თავს არიდებენ, თუმცა რამდენიმე მათგანი ამბობს, რომ შემთხვევის დროს გაიგეს ხმაური, თუმცა გასროლის ხმა არ გაუგიათ. ამასთან, მეზობლების ინფორმაციით, ისინი სამართალდამცველებმა წუხელ დაკითხეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები