LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დოდო გუგეშაშვილის შვილი ბიძის სახლში გადაასვენეს

120

დოდო გუგეშაშვილის შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის ცხედარი სვანეთის უბანში, ბიძის სახლში გადაასვენეს. დოდო გუგეშაშვილის ნათესავი, თემურ გუგეშაშვილი, მომხდარს რაიმე სახის ანგარიშსწორებას ან შურისძიებას ვერ უკავშირებს.

“ასეთ საქციელს ადამიანი არ სჩადის. დოდოს წარსულს ამ ამბავს ვერ დავუკავშირებ, რადგან დოდო იყო ყველას გაჭირვების ტალკვესი მთელი თავისი ცხოვრება. რა მოხდა, უნდა დაველოდოთ გამოძიებას. მე ვერაფერს ვერ ვუკავშირებ მომხდარს. უნდა დაველოდოთ დოდოს მდგომარეობიდან გამოსვლას და მის ჩვენებას. ნოდიკოს ყველა ახასიათებს, როგორც თბილ და კეთილშობილ ადამიანს”, – განაცხადა თემურ გუგეშაშვილმა.

თემურ გუგეშაშვილს არ აქვს ინფორმაცია, ბოლო პერიოდში იყო თუ არა დოდო გუგეშაშვილის ან მისი შვილის მიმართ რაიმე მუქარა.

“რომ ვიცოდე ვინ არის ამ დანაშაულის ჩამდენი, შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ ვერ დასჯის, მე პირადად გავუსწორდებოდი”, – განაცხადა გუგეშაშვილმა.

დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს, მათსავე საცხოვრებელ ბინაში გუშინ დილით თავს დაესხნენ. დოდო გუგეშაშვილი დაჭრეს, მისი შვილი კი მოკლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები