LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დოდო გუგეშაშვილმა ოპერაციის დაწყებამდე თავდამსხმელის ვინაობა დაასახელა

107

დოდო გუგეშაშვილმა საავადმყოფოში, ოპერაციის დაწყებამდე იმ პირის ვინაობა დაასახელა, ვინც მასზე თავდასხმა მოახდინა. ამის შესახებ ინფორმაციას „ტვ პირველი“ ავრცელებს.

ექიმის ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

შეგახსენებთ, რომ ფაქტი დოდო გუგეშაშვილის სახლში, დიღმის მასივში მოხდა. გარდაცვლილია მისი 33 წლის შვილი. მომხდარის დეტალების შესახებ ამ დროისთვის არ არის ცნობილი. შსს-ს ინფორმაციით კი, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, 1958 წელს დაბადებულ დ.გ.-ს და მის შვილს 1985 წელს დაბადებულ გ.გ.-ს, დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში, უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. გ.გ შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დ.გ. გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები. გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები