LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დოდომ პოლიციას თავდამსხმელის ვინაობა, სავარაუდოდ, დაუსახელა – დოდო გუგეშაშვილის მეგობარი

42

დოდო გუგეშაშვილის ოჯახის მეგობრის, ლერი ქემოკლიძის, ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილმა პოლიციას, სავარაუდოდ, თავდამსხმელის ვინაობა დაუსახელა.

“მკვლელის ვინაობა ნათქვამი აქვს, როგორც ჩანს, ისეა ლაპარაკი. ერთი ნამდვილად ვიცით, რომ დოდომ იცის ვინ არის მკვლელი”, – განუცხადა ლერი ქემოკლიძემ ჟურნალისტებს.

ქემოკლიძეს არ აქვს ინფორმაცია, ბოლო პერიოდში იყო თუ არა დოდო გუგეშაშვილის ან მისი შვილის მიმართ რაიმე მუქარა. ლერი ქემოკლიძე სვანეთის უბანში, დოდო გუგეშაშვილის ძმის სახლში იმყოფებოდა, სადაც დოდო გუგეშაშვილის შვილი გადაასვენეს.

დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს, დიღომში მათსავე საცხოვრებელ ბინაში გუშინ დილით თავს დაესხნენ. დოდო გუგეშაშვილი დაჭრეს, მისი შვილი კი მოკლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები