LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დოდონმა შეიარაღებულ ძალებს უკრაინაში დაგეგმილ ნატო-ს წვრთნებში მონაწილეობა აუკრძალა

46

მოლდოვის პრეზიდენტმა, იგორ დოდონმა, ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს უკრაინაში დაგეგმილ ნატო-ს წვრთნებში მონაწილეობა აუკრძალა. ალიანსის სწავლება Rapid Trident უკრაინაში 7-23 სექტემბერს ჩატარდება.

მიუღებელია მოლდოველი სამხედროების მონაწილეობა სამხედრო წვრთნაში ქვეყნის საზღვრებს გარეთ, – დაწერა დოდონმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

იგორ დოდონმა პოსტს თან დაურთო მოლდოვის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, გეორგე გალბურასა და თავდაცვისა და ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, უშიშროების საბჭოს მდივნის, არტურ გუმენიუკის, წერილები.

გალბურას ინფორმაციით, მოლდოველი ჯარისკაცები ამ სამხედრო მანევრებში 1996 წლიდან მონაწილეობენ.

საპასუხოდ პრეზიდენტის მრჩეველი, არტურ გუმენიუკი, თავდაცვის მინისტრს ატყობინებს, რომ პრეზიდენტმა ნატო-ს წვრთნებში მოლდოველი სამხედროების მონაწილეობის საკითხი არ დაამტკიცა.

ამის გათვალისწინებით, გთხოვთ, მიიღოთ ზომები წვრთნაზე სამხედრო კონტინგენტის გაგზავნის მოსამზადებელი ღონისძიებების გასაუქმებლად და აცნობოთ ორგანიზატორებს იმის შესახებ, რომ მოლდოვის რესპუბლიკა აღნიშნულ სწავლებაში მონაწილეობას არ მიიღებს, – წერს გუმენიუკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები