LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დოკუმენტი იმ შემთხვევაში იქნება მიღებული, თუ დარწმუნებული ვიქნებით, რომ ეს წაადგება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას – დავით დონდუა 

93

“დოკუმენტი იმ შემთხვევაში იქნება მიღებული, თუ ჩვენ ვიქნებით დარწმუნებული, რომ ეს წაადგება იმ პროცესს, რასაც ნიშნავს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება,” – ეს განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ, ჟენევის შეხვედრების მორიგ რაუნდთან დაკავშრებით გააკეთა.

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი იწყება. კონსულტაციების პირველი დღე თანათავმჯდომარეებთან შეხვედრებს დაეთმობა, სადაც საუბრის მთავარი საკითხი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმე იქნება. ასევე, როგორც წინა კვირას რუსული მხარის მიერ გაჟღერებული ინფორმაციით გახდა ცნობილი, შესაძლოა, ცეცხლის განუახლებლობის შეთანხმებასთან დაკავშირებით რაღაც სახის დოკუმენტი იქნას მიღებული.

დონდუა განმარტავს, რომ განცხადებას ოკუპირებული რეჟიმის რაიმე სახის ლეგიტიმაციასთან და მათ მხარეებად წარმოჩენასთან არანაირი კავშირი არა აქვს. მისი თქმით, მთავარი მიზანი მხოლოდ ისაა, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შეთანხმება შეასრულოს.

„ამ განცხადებაში მკაფიოდ უნდა ჩანდეს, რომ რუსეთის ადასტურებს თავის ვალდებულებას საქართველოს წინააღმდეგ ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით.  საფრთხეს რაც შეეხება, ჩვენ საფრთხის თვალსაზრისით კი არა, შესაძლებლობების თვალსაზრისით ვუყურებთ ამ დოკუმენტს. ეს დოკუმენტი იმ შემთხვევაში იქნება მიღებული, თუ ჩვენ ვიქნებით დარწმუნებული, რომ ეს წაადგება იმ პროცესს, რასაც ნიშნავს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება,“ – განაცხადა დავით დონდუამ.