LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დოკუმენტი, რომელიც უნდა უძლებდეს საუკუნეებს, ვერ უძლებს საათებს – ანა დოლიძე

38

“დოკუმენტი, რომელიც უნდა უძლებდეს საუკუნეებს, ვერ უძლებს საათებს და მიღებიდან რამდენიმე საათში ითხოვენ, რომ შევცვალოთ ის ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა მიიღო,” – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ, ჟურნალისტებს განუცხადა.

დოლიძის თქმით, ეს ვითარება სამწუხარო და წარმოუდგენელია დოკუმენტთან მიმართებით.

“გავაგრძელებთ და დავიწყებთ კონსულტაციებს “ქართულ ოცნებასთან” და სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან იმიტომ, რომ პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ ვითარებიდან გამოსავალს. ვეტოზე ვერაფერს გეტყვით, ჩვენ გვაქვს კონსტიტუციით დადგენილი 10 სამუშაო დღე და შესაბამისად ვიმოქმედებთ, თუმცა ამ ეტაპზე ვხედავთ, რომ საქმე გვაქვს საკმაოდ არასერიოზულ და წარმოუდგენელ ვითარებასთან და ესაა, რომ მრავალსაუკუნოვანი დოკუმენტი მიღებიდან რამდენიმე საათში იცვლება,” – განაცხადა ანა დოლიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები