LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპი: “ჩრდილოეთ კორეა ეძებს პრობლემებს”

33

”ჩრდილოეთ კორეა ეძებს პრობლემებს. თუ ჩინეთი გადაწყვეტს, რომ დაგვეხმაროს, არაჩვეულებრივი იქნება. თუ არა, მათ გარეშე გადავწყვეტთ ამ პრობლემას. აშშ”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ ”ტვიტერში” წერს.
ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ფხენიანი მკაცრად უპასუხებს პროვოკატორების ქმედებებს, რომელიც ქვეყნის ცენტალურ გაზეთებში გავრცელდა. აღნიშნული წარმოადგენს ოფიციალური ფხენიანის პასუხს აშშ-ის გადაწყვეტილებაზე კორეის ნახევარკუნძულისკენ სამხედრო ხომალდების ჯგუფის გაგზავნის თაობაზე.
„ფხენიანი ნებისმიერი ომისთვის მზად არის, ხოლო ვაშინგტონს პასუხისმგებლობა დაეკისრება აღმაშფოთებელი ქმედებების კატასტროფულ შედეგებზე“, -აღნიშნეს ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები