LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გაშვებას მსოფლიოსთვის სერიოზულ საფრთხედ აფასებს

87

„ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის ბოლო გაშვება სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს მსოფლიოსთვის,“ – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან, მუნ ჩჟე ინთან, სატელეფონო საუბარში განაცხადა.

ორივე ლიდერმა აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ბოლო პროვოკაცია სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ აშშ-ისა და სამხრეთ კორეისთვის, არამედ მთლიანად მსოფლიოსთვის, – ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დონალდ ტრამპმა და მუნ ჩჟე ინმა მტკიცედ დაგმეს ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური და ბირთვული პროგრამა და აღნიშნეს, რომ ეს პროგრამა ჩრდილოეთ კორეის დიპლომატიურ და ეკონომიკურ იზოლაციას აძლიერებს.

გუშინ ღამით ჩრდილოეთ კორეამ რაკეტის მორიგი გამოცდა ჩაატარა. რაკეტა იაპონიის სანაპიროდან 210 კილომეტრში ჩამოვარდა. არანაირი ზარალი არ დაფიქსირებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები