LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპი და მელანია შობას ბავშვებს ტელეფონით ესაუბრნენ  (ფოტო)

101

წელს თეთრმა სახლმა საახალწლო დეკორაციების ნამდვილი ფოიერვერკი მოაწყო. ცოტა ხნის წინ მელანია ტრამპმა საშობაოდ მორთული თეთრი სახლის ინტერიერი თავად წარადგინა. ამჯერად კი, დონალდ ტრამპი და მელანია საახალწლოდ მორთულ ნაძვის ხესთან გამოჩნდნენ. კლასიკური ნაძვის ხე ულამაზესი დეკორაციებითაა მორთული და გარშემო ლამაზად შეფუთული სასაჩუქრე ყუთები აწყვია.

ფოტოზე ამერიკის პრეზიდენტი და პირველი ლედი ტელეფონზე საუბრობენ. გაირკვა, რომ დონალდ და მელანია ტრამპები პირადად გაესაუბრნენ იმ პატარებს, რომლებიც სანტას განსაკუთრებულად ელოდებიან. ჟურნალისტების თანდასწრებით ამერიკის პირველმა წყვილმა 21 ბავშთან გასაუბრება მოახერხა. საინტრესოა, რომ წყვილმა საახალწლოდ სამოსის ფერებიც საგანგებოდ შეარჩია. დონალდ ტრამპის წითელ ჰალსტუხს მელანიამ წითელი კოქტეილის კაბა შეუხამა.

 

მელანია ტრამპმა თეთრი სახლი საშობაოდ მორთო (ვიდეო)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები