LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპი და მელანია ტრამპი ბრიტანეთის დედოფალს შეხვდებიან

55

დონალდ ტრამპი წელს დიდ ბრიტანეთში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრება. აშშ-ს პრეზიდენტი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დედოფალ ელისაბედის სახელით მიიწვია.

პრემიერ-მინისტრი ახლა ვაშინგტონში იმყოფება და ტრამპთან შეხვედრებს მართავს. აშშ-ს პრეზიდენტისთვის ეს პირველი უცხოელი ოფიციალური სტუმარია ინაუგურაციის შემდეგ.

მეიმ და ტრამპმა თეთრ სახლში პრესკონფერენცია გამართეს.

„უკვე გადავეცი მისი უდიდებულესობა დედოფლის მოწვევა პრეზიდენტ ტრამპსა და პირველ ლედის, ძალიან მიხარია, რომ ისინი თანახმა არიან წელს დიდ ბრიტანეთში გვეწვიონ,“ – განაცხადა ტერეზა მეიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები