LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპი დიდ ბრიტანეთს 13 ივლისს ესტუმრება

77

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც 2018 წლის იანვარში ინგლისში დაგეგმილი ვიზიტი რამდენიმე დღით ადრე გადადო, დიდ ბრიტანეთს 13 ივლისს ესტუმრება. „Sky News“-ის ინფორმაციით, ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ვიზიტისას დონალდ ტრამპი პრემიერმინისტრ ტერეზა მეის შეხვდება. სხვა დეტალების შესახებ კი პრესმდივანს არ უსაუბრია.

ტელეკომპანია აღნიშნავს, რომ ეს იქნება ამერიკის პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი და არა სახელმწიფო ოფიციალური ვიზიტი, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს დედოფალ ელისაბედ მეორესთან და სამეფო ოჯახის წევრებთან შეხვედრასაც.

დონალდ ტრამპს 2018 წლის იანვარში ლონდონში ამერიკის ახალი საელჩო უნდა გაეხსნა, მაგრამ ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე ვიზიტი გადადო. შარშან ბრიტანელები დონალდ ტრამპის მათ ქვეყანაში ვიზიტს აპროტესტებდნენ და მათ სპეციალური პეტიციაც გაავრცელეს, რომ დედოფალს ამერიკის პრეზიდენტის მიღებაზე უარი ეთქვა. ტრამპის ვიზიტის გაუქმების შესახებ განცხადება ლონდონის მერმა სადიკ ჰანმაც გააკეთა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები