LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპი ერთი წლის ხელფასს ქველმოქმედებისთვის დახარჯავს

36

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 1 წლის მანძილზე აღებულ ხელფასს მთლიანად ქველმოქმედებისთვის გადარიცხავს, ამის შესახებ თეთრისახლის წარმომადგენელმა შონ სპაისერმა განაცხადა.

აშშ-ს პრეზიდენტის ხელფასი 1 წლის მანძილზე 400 ათას დოლარს შეადგენს. სპაისერის თქმით, ტრამპს სურს ჟურნალისტებმა გადაწყვიტონ, რას მოხმარდება ფული.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპი ამბობდა, რომ არ გეგმავდა ხელფასის აღებას.

დონალდ ტრამპს ხშირად აკრიტიკებდნენ, რომ ის, ფაქტობრივად, არასოდეს ერთვებოდა ქველმოქმედებაში უამრავი წლის მანძილზე.

„ფორბსის“ რეიტინგით, 2016 წელს აშშ-ს პრეზიდენტის ქონება 3,7 მილიარდი დოლარი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები