LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპი ინაუგურაციის შემდეგ რუსეთში ჩავა და პუტინს შეხვდება

39

აშშ-ს 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინაუგურაციის შემდეგ რუსეთს ეწვევა, ამის შესახებ რუსული გამოცემა „იზვესტია“ იუწყება,

გამოცემა „სანდო წყაროზე“ დაყრდნობით წერს, რომ ტრამპს რუსეთში ვიზიტი ინაუგურაციამდეც სურდა, თუმცა მრჩეველებმა მისი გადარწმუნება შეძლეს.

პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი უკვე შედგა. კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტს წინასაარჩევნო პროგრამის განხორციელებაში წარმატებები უსურვა. აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა კი აღნიშნა, რომ სურს რუსეთთან ურთიერთობა გააუმჯობესოს.

კრემლის ინფორმაციით, პუტინმა და ტრამპმა განიხილეს სირიის საკითხი და შეჯერდნენ, რომ რუსულ-ამერიკული ურთიერთობა „სრულიად არადამაკმაყოფილებელია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები