LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპი ნარკომოვაჭრეების სიკვდილით დასჯას მოითხოვს

43

დონალდ ტრამპი ოპიოიდურ კრიზისთან ბრძოლის გეგმას წარადგენს. ამის შესახებ შიდა პოლიტიკის საკითხებში თეთრი სახლის საბჭოს დირექტორმა, ენდრიუ ბრემბერგმა, განაცხადა.

დოკუმენტში ნარკომოვაჭრეების სიკვდილით დასჯის წინადადებაც არის შესული.

ოპიოიდურ კრიზისთან ბრძოლის კიდევ ერთი პუნქტი იქნება ნარკოტიკულ პრეპარატებზე რეცეპტების გამოწერის მესამედით შემცირება.

გასული წლის ოქტომბერში აშშ-ის პრეზიდენტმა ნარკოტიკების გამო ჯანდაცვის სისტემაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ტრამპის განცხადებით, აშშ ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანების რიცხვით მსოფლიოში ლიდერობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები