LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპი ნატო-ს სამიტზე განაცხადებს, რომ აშშ მსოფლიოს ყულაბა აღარ იქნება

86

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ნატო-ს სამიტზე განაცხადებს, რომ აშშ მსოფლიოს ყულაბა მეტად აღარ იქნება, – ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჰოგან გიდლიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ნატო-ს სამიტზე შეხვედრებისას პრეზიდენტს ის პოზიცია ექნება, რომელიც ითვალისწინებს ამერიკელების დაცვას, ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების მხარდაჭერას. თუმცა, როგორც ის აქამდე ამბობდა, ადრე ამერიკა განიხილებოდა როგორც ყულაბა მთელი მსოფლიოსთვის. ეს უნდა შეწყდეს,“ – განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ნატო-ს 2014 წლის სამიტზე ალიანსმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ 10 წლის განმავლობაში თავდაცვითი ხარჯების მშპ-ს 2%-მდე გაიზრდება. ამ დროისთვის ნატო-ს მხოლოდ რვა წევრი ასრულებს ამ მოთხოვნას. დონალდ ტრამპის განცხადებით, ის ამ საკითხს ნატო-ს სამიტზე წამოწევს, რომელიც 11-12 ივლისს ბრიუსელში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები