LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპი ნატოს წევრებს: გადაიხადეთ!

25

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ბრიუსელში ნატოს ახალი შტაბ-ბინის გახნაზე, ალიანსის წევრებს მოუწოდა, რომ თავდაცვის ხარჯები გაენაწილებინათ.

მან შეშფოტება გამოთქვა იმის გამო, რომ სხვა წევრები, აშშ-ს მსგავსად საკმარის თანხას არ იხდიან.

“ალიანსის წევრმა ქვეყნებმა სრული შენატანი უნდა განახორციელონ, თავდაცვის ბიუჯეტების გაზრდის გზით”,- განაცხადა მან.

ნატოში წევრობის გადასახადი სახელწმიფოებისთვის ნებაყოფილობითია.

ტრამპმა ბრიუსელში სიტყვით გამოსვლისას ასევე, ტერორიზმზე საფრთხეებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, მანჩესტერში მომხდარ თავდასხმას. ტრამპის თქმით, ეს უკანასკნელი, ტერორიზმის ძლიერი ბოროტი ძალის დემონსტრირებაა.

“უდანაშაულო ბავშვები  მოკლეს ან დაჭრეს, როდესაც კონცერტს ესწრებოდნენ. ეს იყო ბარბაროსული და სასტიკი თავდასხმა ჩვენს ცივილიზაციაზე. ისინი არიან „ლუზერები“. სადაც არ უნდა არსებობდნენ, ისინი უნდა განვდევნოთ”,-აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ნატო მომავალში უნდა იყოს ფოკუსირებული ტერორიზმზე და რუსეთის საფრთხეზე.

“უნდა ვიყოთ ფხიზლად. ნატო მომავალში უნდა იყოს ფოკუსირებული ტერორიზმზე, იმიგრაციაზე,  ისევე როგორც რუსეთის საფრთხეზე”,-განახცადა დონალდ ტრამპმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები