LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპი: პუტინისგან შესანიშნავი წერილი მივიღე

46

აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარს გეგმავს, ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

გაზეთთან Wall Street Journal ინტერვიუს დროს ტრამპმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინისგან „შესანიშნავი“წერილი მიიღო.

ვლადიმერ პუტინმა მისალოცი ტელეგრამა აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტს 9 ნოემბერს, დილით გაუგზავნა, მაშინვე, როგორც კი შედეგები გახდა ცნობილი.

კრემლის ინფორმაციით, რუსეთის ლიდერმა წერილში გამოხატა თანამშრომლობის და რუსეთ-ამერიკის ურთიერთობის ჩიხიდან გამოყვანის იმედი.

წინასაარჩევნო კამპანიისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში რუსეთთან ურთიერთობა გაუმჯობესდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები