LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპი ვიზიტით სამხრეთ კორეას ეწვევა

38

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, 7-8 ნოემბერს ვიზიტით სამხრეთ კორეას ეწვევა. ამის შესახებ ჟურნალისტებს სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პაკ სუ ჰიონმა, განუცხადა.

„თავიდან დაგეგმილი იყო, რომ ტრამპი მეუღლესთან ერთად ჩვენს ქვეყანაში სამ დღეს გაატარებდა, თუმცა შემდეგ გადაწყდა, რომ ვიზიტი 7 ნოემბერს დაიწყება,“ აღნიშნა პაკ სუ ჰიონმა.

შეხვედრისას ორი ქვეყნის ლიდერები ორმხრივი ურთიერთობებისა და ჩრდილოეთ კორეის ბირთვული-სარაკეტო პროგრამის საკითხებს განიხილავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები