LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპის 10 მავნე ჩვევა (ფოტოები)

117

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მედიის კრიტიკის ობიექტი ხშირადაა. ამჯერად, პრეზიდენტ ტრამპის 10 მავნე ჩვევა დასახელდა.

ტრამპი მაგიდაზე ნივთებს შუაში გადაანაცვლებს ხოლმე. როგორც კი ის მაგიდას მიუჯდება, ყველა ნივთს მაგიდის შუა ნაწილისკენ აჩოჩებს. როგორც ექსპერტი განმარტავს, ეს ჟესტი ასახავს კონტროლის სიყვარულს, აფორიაქებასა და მოწყენას, როცა საუბარში მთავარი მოქმედი პირი არ არის.

  •  წყლის ჭიქას ორივე ხელით იკავებს.
  • ის საწოლში მიირთმევს ჩიზბურგერებს.
  • დონალდ ტრამპი 12 დიეტურ კოკა-კოლას სვამს დღის განმავლობაში.
  • არავის შეუძლია შეეხოს პულტს, რადგან მას ბაქტერიების შიში აქვს. ტრამპს არაერთხელ უთქვამს, რომ ის ხელებს ძალიან ხშირად იბანს. იმასაც ამბობენ, რომ ლიფტში ღილაკს, რომელსაც ყველაზე ხშირად აჭერენ ხელს, თავად არ ეხება.
  • საძინებელში 3 ტელევიზორი აქვს. ამბობენ, რომ ის არც მეტი არც ნაკლები საღამოს 7-ის ნახევარზე იძინებს, მიირთმევს ჩიზბურგერებს და მეგობრებს ტელეფონით ელაპარაკება. ტელევიზორს 4-8 საათის განმავლობაში უყურებს, თუმცა ამ ფაქტს თავად უარყოფს და ამბობს, რომ დრო ამისთვის არ რჩება.
  • მას განსაკუთრებული ფობია აქვს ზვიგენების. ის არასდროს დაეხმარება ორგანიზაცას, რომელიც თანხებს ზვიგენებისთვის აგროვებს. მას პანიკურად ეშინია ზღვის ამ ბინადრის.
  • ის ძალიან უვლის თმას. ,,ახლა თმის სპრეი აღარაფრად ვარგა, ადრე თავის საქმეს კარგად ასრულებდა, დღეს 12 წუთით ძლებს”- ამბობს პრეზიდენტი.
  • პიცას დანა-ჩანგლით მიირთმევს.
  • დონალდ ტრამპს ოფიციალური დოკუმენტების მცირე ნაწილებად დაქუცმაცება უყვარს, რომელსაც შემდეგ თეთრი სახლის თანამშრომლები ერთმანეთს აწებებენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები