LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპის 100 მილიონად შეფასებული სახლი (ფოტო)

107

ინტერნეტში გავრცელდა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული დონალდ ტრამპის სახლის ფოტოები. რეზიდენცია, რომელიც სასახლეს უფრო ჰგავს, ყურადღებას იქცევს მდიდრული ინტერიერითა და ანტიკური დიზაინით. ცნობილია, რომ ამ სახლში ტრამპი მეუღლესთან, მელანია ტრამპთან და ვაჟთან ერთად ცხოვრობს. პენტჰაუსი ნიუ-იორკში ტრამპ-თაუერის ბოლო სამ სართულზე მდებარეობს მისი დიზაინი 1983 წელს ანჯელო დონგიამ შექმნა.

სახლის მთლიანად მარმარილოსა და ოქროშია ჩასმული. როგორც დიზაინერი დონგია ამბობს, სწორედ ასე უნდა გამოიყურებოდეს სახლი ლუდოვიკო XIV-ის სტილში. საცხოვრებელი სახლის ჭერი ბერძნული მითოლოგიის გმირებითაა მოხატული. ასევე ოქროსგანაა დამზადებული სანათები და სასანთლეები. ცალკე აღნიშვნის ღირსია სურათების მაგიდა, სადაც ჩარჩოში ჩასმულია ფოტოები, რომელიც დონალდ და მელანია ტრამპების საუკეთესო მოგონებებს უკავშირდება. საკმაოდ მდიდრული და დატვირთულია მელანია ტრამპის ოთახიც. სახლი 100 მილიონ დოლარადაა შეფასებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები