LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპის განცხადებები აშშ–ს ტურისტულ ინდუსტრიას აზარალებს

46

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოგზაურების დაბლოკვის შესახებ ტვიტერზე პოსტებს აქვეყნებს, ეს კი ამერიკის ტურისტულ ინდუსტრიას აზარალებს – ამის შესახებ CNN სტატიას აქვეყნებს.

“დიახ! ჩვენ გვჭირდება სამოგზაურო აკრძალვები რამდენიმე საშიში ქვეყნის მიმართ”,- ეს კომენტარი პრეზიდენტმა ორშაბათს ტვიტერზე დაწერა. მას შემდეგ რაც ლონდონში ტერაქტი მოხდა.

CNN წერს, რომ ტურიზმის ინდუსტრიას აზარალებს ასევე, ტრამპის გადაწყვეტილება, აშშ გამოეთშოს პარიზის კლიმატის პაკტს. ეს ორივე სიახლე ტრამპმა წინა კვირას გააჟღერა. მანამდე კი მან შუა აღმოსავლეთიდან განხორციელებული ფრენების დროს ელექტრონიკის გადატანის აკრძალვაზე ისაუბრა.

სტატიაში ვკითხულობთ ექსპერტთა მოსაზრებებს, რომ ტრამპის რიტორიკა და პოლიტიკა საერთაშორისო მოგზაურებს სიგნალს უგზავნის, რომ აშშ მათთვის კარს ხურავს.

საერთაშორისო ვიზიტორები მილიარდობით დოლარს ხარჯავენ ყოველწლიურად ამერიკაში მოგზაურობისთვის, შესაბამისად ეს ქვეყნისთვის დიდი დარტყმა იქნება.

საერთაშორისო ბიზნეს სამოგზაურო ასოციაცია ამერიკაში 2017 წელს ტურისტების მნიშვნელოვან კლებას ელოდება. ორგანიზაციას მაიჩნია, რომ წელს ტურისტთა რიცხვი 1,3 მილიარდით შემცირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები