LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპის ხელფასი 1 დოლარი იქნება

75

დონალდ ტრამპი აშშ-ს პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნისას ხელფასის აღებას არ აპირებს, ამის შესახებ არჩეულმა პრეზიდენტმა ტელეარხ CBS-ზე გადაცემაში „60 წუთი“ განაცხადა.

ტრამპის თქმით, კანონი ავალდებულებს, მიიღოს სულ მცირე 1 დოლარი, ამიტომ მისი ხელფასი სწორედ 1 დოლარს შეადგენს მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო საქმიანობას შეუდგება.

აშშ-ს პრეზიდენტის ხელფასი წლიურად 400 ათასი დოლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები