LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადებას თურქეთში პროტესტი მოჰყვა

33

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადებას თურქეთის ქალაქებში პროტესტი მოჰყვა. ასობით მოქალაქე ანკარაში, სტამბოლსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში გამოვიდა და აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება დაგმო.

სტამბოლში მანიფესტანტები შტატების საკონსულოსთან შეიკრიბნენ და ისრაელის დროშა დაწყვეს. აქციის მონაწილეები ანტიამერიკულ და პალესტინის მხარდასაჭერ ლოზუნგებს სკანდირებდნენ. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტრამპის გადაწყვეტილებას უპასუხისმგებლო უწოდა.

როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო დაპირება შეასრულა და იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები