LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი საკანონმდებლო აქტით, დაწესდა შეზღუდვა ნებისმიერ აშშ დაფინანსებაზე იმ სახელმწიფოსი, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

52

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი საკანონმდებლო აქტით, დაწესდა შეზღუდვა ნებისმიერ აშშ დაფინანსებაზე იმ სახელმწიფოსი, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

ხელმოწერილი კანონით, აშშ-ს წარმომადგენლებს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში აეკრძალათ მხარდაჭერა იმ პროგრამების, რომელიც არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

აშშ სახელმწიფო მდივანს დაევალა 90 დღის განმავლობაში კონგრესს მოახსენოს რუსეთის მიერ ოკუპაციის მიმართებით განხორციელებული ქმედებების შესახებ.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს გამოეყოთ დამატებითი დახმარება რუსეთის აგრესიის გასამკლავებლად და ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელშესაწყობად.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, პირველად მოხდა აშშ-ს კანონით საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების, რუსეთის მიერ ოკუპირებულად აღიარება.

აშშ-ს პრეზიდენტმა საკანონმდებლო აქტს ხელი გუშინ მოაწერა. კანონს ორი დღის წინ წარმომადგენელთა პალატამ, შემდეგ კი სენატმა დაუჭირა მხარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები