LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპის მრჩეველი შიდა უსაფრთხოების საკითხებში თანამდებობიდან გადადგა

47

დონალდ ტრამპის მრჩეველი შიდა უსაფრთხოების საკითხებში, ტომ ბოსერთი, თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ თეთრ სახლზე დაყრდნობით „როიტერი“ იუწყება.

ტომ ბოსერთი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პირველი დღიდან მუშობდა და პასუხს აგებდა ტერორიზმსა და კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ის პოსტიდან მას შემდეგ გადადგა, რაც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, ჰერბერტ მაკმასტერმა, თანამდებობდა დატოვა.

„პრეზიდენტი მადლობას უხდის ტომ ბოსეტს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის,“ – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები