LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპის რძალი ჰოსპიტალიზებულია

52

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რძალი, ვანესა ტრამპი ჰოსპიტალიზებულია. სამართალდამცავების თქმით, ვანესა ტრამპის საავადმყოფოში გადაყვანა საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც მან უცნობი თეთრი ფხვნილის შემცველი კონვერტი გახსნა.

წერილი მანჰეტენში დონალდ ტრამპის უფროსი ვაჟისთვის იყო გაგზავნილი. მისის ტრამპი და კიდევ ორი სხვა პირი მეხანძრეებმა და  პოლიციამ გამოკვლევებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

BBC-ის ცნობით, ფხვნილი, რომელიც კონვერტში აღმოჩნდა, ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის. მედიკოსების თქმით, აღნიშნულმა ნივთიერებამ ვანესა ტრამპის ჯანმრთელობაზე უარყოფითად არ იმოქმედა.

დონალდ ტრამპ ჯუნიორმა კი ტვიტერზე დაწერა, რომ მისი ოჯახი ახლა უსაფრთხოდაა და ინციდენტს „ამაზრზენი“ უწოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები