LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს სასამართლომ შინაპატიმრობა მიუსაჯა

38

დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილ ხელმძღვანელსა და მის ბიზნეს პარტნიორს სასამართლომ შინაპატიმრობა მიუსაჯა. პოლ მანა-ფორტისა და რიკ გეიტსის დაკავების გადაწყვეტილება ფედერალურმა სასამართლომ მას შემდეგ მიიღო, რაც FBI-ის მიერ წარდგენილ ბრალდებებს გაეცნო.

მანაფორტისთვის წაყენებულ ბრალზე მედიასთან მისმა ადვოკატმა ისაუბრა. უფლებადამცველმა ბრალის იმ ნაწილზეც ისაუბრა, რომელიც ეხებოდა უცხოელ აგენტთა რეგისტრაციის აქტის პირობების დარღვევას.

ლობისტური საქმიანობა უცხო ქვეყნის მთავრობის სასარგებლოდ და დაფინანსების მიღება უცხო ქვეყნის მთავრობისგან, ამერიკული კანონმდებლობით, ამ აქტში აგენტად დარეგისტრირებას ითვალისწინებს. მან ბრალს უარგუმენტო უწოდა, რაც შეეხება თანხების ოფშორში გადარიცხვას, ქევინ დაუნინგიმ განაცხადა, რომ ეს არასერიოზულია.

მანაფორტისთვის ბრალის წარდგენას თეთრი სახლის პრესმდივანი ტრადიციულ ბრიფინგზე გამოეხმაურა. სარა სენდერსმა განაცხადა, რომ მომხდარს არაფერი აქვს საერთო პრეზიდენტთან.

პოლ მანაფორტს და რიქ გეითსს ბრალი 12 მუხლით აქვთ წარდგენილი. მათ შორის არის შეთქმულება აშშ-ის წინააღმდეგ, ფულის გათეთრება, უცხოელ აგენტთა რეგისტრაციის აქტის პირობების დარღვევა.

მანაფორტი და გეითსი სასამართლოს წინაშე კიდევ ერთხელ 2 ნოემბერს წარდგებიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 12-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები