LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპის შვილი სკანდალის შემდეგ საზოგადოების წინ პირველად გამოჩნდა

319

დონალდ ტრამპის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მისი ოჯახი მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. მედია და სოციალური ქსელების მომხმარებლები ცდილობენ, დონალდ ტრამპის ოჯახის წევრების შესახებ გაარკვიონ ყველა დეტალი. კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს არა მხოლოდ პრეზიდენტის ცოლი, მელანია (რომლის სამოდელო კარიერას პროსტიტუციასაც კი ადარებდნენ), არამედ მისი 10 წლის შვილი ბერონიც.

ბავშვის უცნაური ქცევის შესახებ მსოფლიო ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში ალაპარაკდა, ცნობილმა ამერიკელმა  ბლოგერმა ჰარონმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ამტკიცებდა, რომ ბერონს აუტიზმი აქვს. მელანიამ ბლოგერს სასამართლოში უჩივლა და მოსთხოვა, ვიდეო ინტერნეტსივრციდან აეღო. ამის შემდეგ საზოგადოებამ ბავშვი დროებით დაივიწყა.

შემდეგ ჯერზე უმცროსი ტრამპი მსოფლიოს ყურადღების ქვეშ ინაუგურაციის დროს მოექცა, მისი საქციელის გამო კვლავ დაიწერა სოციალურ ქსელებში პრეზიდენტის შვილის აუტიზმის შესახებ. იმდენად იმოქმედა ახალმა ტალღამ ტრამპების ოჯახზე, რომ მელანია და ბერონი 2 თვის მანძილზე აღარ გამოჩენილან.

პარასკევს დონალდი, მელანია და ბერონი უქმეების გასატარებლად ფლორიდაში ჩაფრინდნენ. პაპარაცებმა ოჯახი თვითმფრინავიდან გადმოსვლისას გადაიღეს. ყველას ყურადღების ცენტრში 10 წლის ბიჭი იყო, რადგან ფოტოგრაფებმა ის ინაუგურაციის შემდეგ პირველად გადაიღეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები