LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპმა არ იცის, სად მდებარეობს ვენესუელა – ვენესუელას პრეზიდენტი

103

ვენესუელას პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს, განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ისიც არ იცის, ვენესუელა სად მდებარეობს.

ტრამპი ფურცელზე დაწერილს კითხულობს. მან ისიც კი არ იცის, თუ სად მდებარეობს ვენესუელა. დონალდ ტრამპმა არ იცის, ვინ არის სიმონ ბოლივარი, – განაცხადა ნიკოლას მადურომ.

ნიკოლას მადუროს თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი მხოლოდ იმას იმეორებს, რასაც მას პენტაგონი უწერს.

რასაც მე ვამბობ, ჩემი ხმა არასოდეს დადუმდება. მე ყოველთვის ხმამაღლა ვისაუბრებ, როგორც ტრამპის მმართველობის პერიოდში, ასევე მაშინ, როდესაც ის ხელისუფლებაში არ იქნება,“ – განაცხადა ვენესუელას პრეზიდენტმა.

ნიკოლას მადურო ვიზიტით მოსკოვში იმყოფება. ის „რუსეთის ენერგეტიკულ კვირეულში“ იღებს მონაწილეობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები