LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით სანქციების დაწესებას მოაწერა ხელი

73

ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, განცხადებით, ხელი უკვე მოაწერა ახალ განკარგულებას, რაც, მისი თქმით, ამერიკას შესაძლებლობას მისცემს, გაამკაცროს სანქციები პირთა და კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ეწევიან ვაჭრობას ჩრდილოეთ კორეასთან.

„როიტერსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ტრამპმა სამხრეთ კორეისა და იაპონიის ლიდერებთან შეხვედრამდე განაცხადა.

ჩვენი ახალი განკარგულება გადაკეტავს შემოსავლების წყაროს, რომელიც აფინანსებს ჩრდილოეთ კორეის ძალისხმევას იარაღის სასიკვდილო სახეობების შესაქმნელად, რაც კი კაცობრიობას გაუგონია,– აღნიშნა ტრამპმა.

ტრამპის თქმით, სანქციები შესაძლებელია, მიემართებოდეს ტექსტილის, თევზის მწარმოებელი, ტექნოლოგიური და საინფორმაციო კომპანიებისკენ.

რამდენიმე დღის წინ აშშ-ის ლიდერმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ამერიკა მზადაა, სრულად გაანადგუროს ჩრდილოეთ კორეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები