LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპმა გაერო გააკრიტიკა

29

გაერო-მ ვერ შეძლო დასახული მიზნები მიღწევა და ეს პირველ რიგში ბიუროკრატიის გამო მოხდა – ეს განცხადება გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა გააკეთა.

ამერიკელი ლიდერის თქმით, გაერო ზედმეტად ბიუროკრატიულია და სამართავად ცუდად აწყობილი სტრუქტურა აქვს. ტრამპის თქმით, აუცილებელია ისეთი რეფორმა, რომელიც უფრო დიდ სარგებელს მოუტანს მსოფლიოს.

გაერო თავის პოტენციალს არ იყენებს, – აცხადებს დონალდ ტრამპი.

მისი თქმით, აშშ-მა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაფინანსება 2000-იანი წლებიდან თითქმის 140 პროცენტით გაზარდა, თუმცა შესაბამისი შედგი ვერ მიიღო.

„2000-იანი წლებიდან აშშ-მა გაერო-ს დაფინანსება 140 პროცენტით გაზარდა, ხოლო თანამშრომელთა რიცხვი გაორმაგდა. მიუხედავად ამისა, შედეგები ამ ინვესტიციების ტოლფასი ნამდვილად არ არის. თუმცა, ვიცი რომ მოქმედი გენერალური მდივნის ხელმძღვანელობით ეს ყველაფერი იცვლება და საკმაოდ სწრაფადაც. სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ მას და გაერო-ს, რომ უფრო მეტად იყოს ფოკუსირებული ხალხზე და ნაკლებად ბიუროკრატიაზე. ჩვენი გვსურს, რომ მთელ მსოფლიოში გაერო-ს მიმართ ხალხის ნდობა აღდგეს.“ 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა  გაერო-ს გენერალურ მდივანს მოუწოდა მეტად იზრუნოს ორგანიზაციის ბიუროკრატიისგან გათავისუფლებაზე და რეფორმის პროცესში მხარდაჭერას დაპირდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები