LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთისთვის, ჩრდილოეთ კორეისა და ირანისთვის სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს

26

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთისთვის, ჩრდილოეთ კორეისა და ირანისთვის სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთი განაგრძობს საქართველოსთან დაკავშირებით 2008 წელს გაფორმებული შეთანხმებების დარღვევას, რომელიც მოითხოვს რუსეთის ჯარების გაყვანას, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში ჰუმანიტარული ჯგუფების თავისუფალ წვდომას და კონფლიქტის ზონაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგს.
კონგრესი რუსეთის ფედერაციას პასუხისმგებლობას აკისრებს, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ძალადობაზე, ასევე, მოუწოდებს პრეზიდენტს, მოსთხოვოს რუსეთის ხელისუფლებას, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები