LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინთან შეხვედრა გააუქმა

86

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააუქმა შეხვედრა ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან, რომელიც 12 ივნისს სინგაპურში უნდა გამართულიყო. აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, ახლა შეხვედრის ჩატარება უადგილო იქნებოდა.

„სამწუხაროდ, იმ ღია მტრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, რომელიც თქვენს ბოლო განცხადებაში იყო ნაჩვენები, მივიჩნევ, რომ ამ მომენტში დაგეგმილი შეხვედრის ჩატარება მიზანშეუწონელია“, – ნათქვამია ტრამპის განცხადებაში, რომელიც თეთრმა სახლმა გაავრცელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები