LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპმა მედია ისევ გააკრიტიკა

59

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პენსილვანიაში მომხრეებთან შეხვედრაზე მედიის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

„რა მოუვიდა თავისუფალ პრესას? რა ხდება კერძო რეპორტაჟებთან დაკავშირებით? ისინი კი არ აშუქებენ, არამედ იგონებენ ისტორიებს,“ – თქვა ტრამპმა.

პრეზიდენტმა მის შესახებ ჟურნალისტების სტატიებს „ცრუ“ და „ამაზრზენი“ უწოდა.

აშშ-ის პრეზიდენტს ასევე, არ მოეწონა ჟურნალისტების მიერ ჩრდილოეთ კორეაში მისი ვიზიტის გაშუქება.

რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა Twitter-ზე მედიასაშუალებები ფარისევლობაში დაადანაშაულა. საუბარია იმ გამოცემებზე, რომლებიც თეთრი სახლის ლიდერს რუსეთთან მიმართებაში რბილი მიდგომების გამო აკრიტიკებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები