LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპმა მეუღლე და შვილი ქოლგის ქვეშ არ შეიფარა (ფოტო)

128

დონალდ და მელანია ტრამპებმა უქმეები მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გაატარეს, სადაც მეუღლეები 11 წლის ვაჟთან, ბარონთან ერთად იმყოფებოდნენ. ინტერნეტში გავრცელდა პრეზიდენტის თვითმფრინავთან გადაღებული ფოტოები, სადაც ჩანს, როგორ ბრუნდებიან პრეზიდენტი, პირველი ლედი და ბარონ ტრამპი ვაშინგტონში. საინტერესოა, რომ წვიმიან ამინდში დონალდ ტრამპს ხელში ქოლგა უჭირავს, ხოლო მელანია და ბარონი წვიმაში სველდებიან. ამ ფაქტმა ინტერნეტში  მომხმარებელთა პროტესტი გამოიწვია, რადგან ამერიკის პრეზიდენტმა ქოლგის ქვეშ ოჯახის წევრები არ შეიფარა.

მოგვიანებით დონალდ ტრამპი ფოტოგრაფებთან ისევ გამოჩნდა. ამჯერად მას გვერდს მელანია ტრამპი უმშვენებდა და წყვილი მათ დასახვედრად შეკრებილ ხალხს ესალმებოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები