LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპმა მსოფლიოს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანებისკენ მოუწოდა

36

დონალდ ტრამპმა მსოფლიოს ნარკოტიკებთან ბრძოლაში გაერთიანებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„ეს პრობლემა მსოფლიოს ყველა ერს ეხება. ნარკოტიკები აშშ-სა და მთელ მსოფლიოში უამრავ სიცოცხლეს ღუპავს. დღეს პირობას ვდებთ, რომ ამ საფრთხეს ერთად შევებრძოლებით,“ – განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, გაეროს 129 წევრმა ხელი მოაწერა ვაშინგტონის მიერ მომზადებულ ერთგვერდიან დოკუმენტს, რომელიც ნარკოტიკებთან ბრძოლის სამოქმედო გეგმის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებას და ამ საკითხში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას ითვალისწინებს.

გაეროს გენერალური ასამბელეის სესია ნიუ-იორკში 27 სექტემბერს დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები