LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპმა პორნომსახიობს სასამართლო მოუგო

59

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პორნომსახიობ  სტორმი დენიელსს  სასამართლო საქმე მოუგო. თეთრი სახლის პრესმდივნის სარა სანდერსის განმარტებით,  სტორმი დენიელსსა და და ტრამპის შესახებ კავშირის  ტყუილია და ეს უკვე სასამართლოში დამტკიცდა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ პორნოვარსკვლავმა სტეფანი კლიფორდმა სარჩელი რამდენიმე თვისდ წინ შეიტანა. საუბარია 10 წლის წინანდელ ინციდენტზე. ამერიკული პრესის ინფორმაციით ტრამპს და კლიფორდს 2006 წელს ჰქონდათ ურთიერთობა , გოლფის ტურნირის დროს, რომელზეც ქალი სტუმრის სტატუსით დაპატიჟეს. ეს მოხდა ოთხ თვეში მას შემდეგ, რაც მელანია ტრამპმა მილიარდერის უმცროსი შვილი – ბერონი გააჩინა.   

მომხდარიდან 10 წლის შემდგე პორნოვარსკვლავმა  ამ ამბის პრესისთვის მოეყოლა გადაწყვიტა. პორნოვარსკვლავის გაჩუმების სანაცვლოდ დონალდ ტრამპის ადვოკატმა   თანხის გადახდა აღიარა. მაიკლ კოენის თქმით, ფაქტი 2016 წელს მოხდა და მილიარდერ დონალდ ტრამპის ადვოკატმა პორნოვარსკვლავ სტეფანი კლიფორდს, რომლის სასცენო ფსევდონიმია სტორმი დენიელსი, შეთანხმების ფარგლებში 130 ათასი დოლარი გადაუხადა.

დონალდ ტრამპისა და პორნომსახიობის ურთიერთობაზე სკანდალს უკავშირებდნენ  დავოსის სამიტზე   მელანია ტრამპის არ დასწრებას . გარკვეული პერიოდი, გაბრაზებული ცოლი ქმართან ერთად ფოტოგადაღებებზეც უარს ამბობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები